"იქ არ იყო არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვეულებრივად იყვნენ ჩასული" - ხაბარელი კორცხელის ინციდენტზე

 "იქ არ იყო არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვეულებრივად იყვნენ ჩასული" - ხაბარელი კორცხელის ინციდენტზე

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელის თქმით, კორცხელში სპორტსმენების არანაირ მობილიზებას ადგილი არ ჰქონია. ხაბარელმა ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორცხელში არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების წევრი არ იმყოფებოდა.

"იქ არ იყო არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი. არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი მე იქ არ მინახავს. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვეულებრივად იყვნენ ჩასული. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქ სპეციალურად მობილიზებული არ იყვნენ. რაც მოხდა, იყო პირდაპირი პროვოკაცია. თქვენ ნახეთ, როგორ გამოდიოდა ნიკა მელია. დაპირისპირება მისი მხრიდან დაიწყო, ეს ადამიანები წამოეგნენ პროვოკაციაზე და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მომხდარი დასაგმობი ფაქტია და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომხარი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან", - განუცხადა ჟურნალისტებს შოთა ხაბარელმა.

კორცხელის #53-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

შეტაკების შედეგად დაშავდა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები.

კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."