იანოშ ჰერმანი - მთავრობის პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოს მშვიდობიანი პირობები არჩევნებისთვის

იანოშ ჰერმანი - მთავრობის პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოს მშვიდობიანი პირობები არჩევნებისთვის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცესკოდან აცნობეს, თამარ ჟვანიამ და იანოშ ჰერმანმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს. თამარ ჟვანიამ ელჩს, მნიშვნელოვანი ასპექტებისა და შესაბამისი საჭიროებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"ჩვენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს განვიხილავთ", - აღნიშნა შეხვედრისას იანოშ ჰერმანმა.

ცესკოს თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზეც ისაუბრეს და ასევე კორცხელის თემში მომხდარი ინციდენტი განიხილეს. როგორც იანოშ ჰერმანმა შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის განცხადებებს კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

"ამ ინციდენტის გამოძიება უნდა მოხდეს სრულად. ვფიქრობ, მთავრობის პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოს მშვიდობიანი პირობები არჩევნებისთვის. არ შემიძლია არ დავეთანხმო ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ასეთი მოვლენები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე და ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."