ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ კორცხელის #53-ე და #54-ე უბნების ხმების ხელახლა დათვლის გადაწყვეტილება მიიღო

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ კორცხელის #53-ე და #54-ე უბნების ხმების ხელახლა დათვლის გადაწყვეტილება მიიღო

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ კორცხელის #53-ე და #54-ე უბნების ხმების ხელახლა დათვლის გადაწყვეტილება მიიღო. ხმების დათვლის პროცესი ამ წუთებში იწყება. პარალელურად სხდომის დარბაზში ადგილი აქვს პარტიების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას. კორცხელის # 53 და #54 საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა. პარტიის წევრთა განმარტებით, აღნიშნულ უბნებზე არჩევნები სტრესულ გარემოში ჩატარდა, რაც შედეგების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს. "ხმის დათვლის პროცესი წარიმართა ხარვეზებით, დაძაბულობებისა და შეცდომების გამო რამდენჯერმე გადათვალეს ბიულეტენები და 53-ე უბანზე ხელმოწერების რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდა ბიულეტენების რაოდენობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში და მხარეთა დაპირისპირების ფონზე, აუცილებელია გაიხსნას დალუქული პაკეტები, ხელახლა გადაითვალოს ბიულეტენები, რათა მხარეები დარწმუნდნენ შედეგების ნამდვილობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."