"ლაშა დვალიშვილი ოფიცერი რომ ყოფილიყო, გარწმუნებთ დღეს ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდა"

"ლაშა დვალიშვილი ოფიცერი რომ ყოფილიყო, გარწმუნებთ დღეს ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდა"

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობის თაობაზე მან შესაბამისი დავალება გენერალურ შტაბს უკვე მისცა. როგორც ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, ლაშა დვალიშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდა, რიგითი სამხედროა და შეიარაღებულ ძალებში, 32-ე ბატალიონში მსახურობს.

"დილითვე მქონდა თათბირი გენშტაბთან და მივეცი დავალება - ძალიან სწრაფად მოიკვლიონ ეს საკითხი და თუ დადასტურდა მისი ბრალეულობა, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ის არის რიგითი სამხედრო, ის არ არის ოფიცერი და მე როგორც თავდაცვის მინისტრი მყისიერად რეაგირებას ვერ მოვახდენდი. ის რომ ყოფილიყო ოფიცერი, გარწმუნებთ დღეს ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდა. ამ გადაწყვეტილებას მე დღეს დილითვე მივიღებდი", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის აქციაში სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა, შეიარაღებულ ძალებში არსებულ ყველა წესებს ეწინააღმდეგება. "დაუშვებელია, კატეგორიულად მიუღებელია, მაშინაც კი, როდესაც სამხედრო დათხოვნაშია და შაბათ-კვირას ის დათხოვნაში იყო, ამის მიუხედავად მონაწილეობდეს მსგავსი ტიპის აქციაში. ეს შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველა წესების საწინააღდეგოა. სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი ატარებდეს სამხედრო მოსამსახურის ფორმას", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა "პალიტრა ნიუსის" ეთერში.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."