მთავარი პროკურორის მოადგილე კორცხელის ინციდენტზე - "დაიკითხა კონფლიქტში მონაწილეთა ნაწილი"

მთავარი პროკურორის მოადგილე კორცხელის ინციდენტზე - "დაიკითხა კონფლიქტში მონაწილეთა ნაწილი"

მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი ღონისძიებები მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გატარდება.

”გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გავატარებთ საჭირო ღონისძიებას. დაიკითხა კონფლიქტში მონაწილეთა გარკვეული ნაწილი. გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ”, - განუცხადა ჟურნალისტებს გაბიტაშვილმა.

ამასთან, ის არ აკონკრეტებს, დაიკითხებიან თუ არა პოლიტიკოსები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."