სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა

სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა

სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა. გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურას თბილისის საკრებულოს სხდომაზე 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა.

სხდომაზე გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარუდგინა. ლილუაშვილის თქმით, გიორგი ბაგრატიონი ერთ-ერთი წარმატებული გამგებელი იქნება დღეს არსებულ გამგებლებს შორის. ამის თქმის საფუძველს მას აძლევს გიორგი ბაგრატიონის კარიერა. ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი ბაგრატიონი "თბილსერვის ჯგუფს" და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

თბილისის მერის მოადგილეს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ კითხვით მიმართა - თუ იცის ლილუაშვილმა მერიაში მაღალ თანამდებობებზე მერამდენე ცვლილება განხორციელდა.

"ჩვენ 25-მდე დავთვალეთ და შემდეგ სათვალავი აგვერია. ეს კანდიდატურა ძალოვან სტრუქტურებს უკავშირდება. არჩევნების გამო ხომ არ ინიშნება იგი სამგორის რაიონის გამგებლად?", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ლილუაშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სრუქტურებშიც მუშაობდა, თუმცა აღნიშნა, რომ ის კარგი მენეჯერი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."