"ევროკავშირის ელჩები დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ"

"ევროკავშირის ელჩები დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ"

ევროკავშირის ელჩები დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში წერს.

მისი ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილებას 9 ივნისს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.

"ევროკავშირის საბჭოს მიზანია, შეათანხმოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია 9 ივნისს, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზე. უკრაინის, კოსოვოსა და თურქეთის შესახებ კი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ამის შემდეგ მიიღებენ", - წერს ჟურნალისტი.

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე უნდა მიეღო.

გუშინ, ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს სხდომაზე "საქართველოს საკითხის არსებითი განხილვა იქნება, რადგან საქართველომ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."