ლევან ბერძენიშვილი - პაატა ზაქარეიშვილს ბოდიშის მოხდა მოუწია იქ, სადაც არაფერი იყო ბოდიშის მოსახდელი

ლევან ბერძენიშვილი - პაატა ზაქარეიშვილს ბოდიშის მოხდა მოუწია იქ, სადაც არაფერი იყო ბოდიშის მოსახდელი

”რესპუბლიკელი” დეპუტატის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მიერ ხურჩაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ”არაფერი იყო ბოდიშის მოსახდელი”.

ბერძენიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ხურჩის ტრაგედიაზე დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და პაატა ზაქარეიშვილი სწორედ ამ თემის კონტექსტში ახსენა.

”ტერიტორიების 20%-ია ოკუპირებული. სტალინის მიერ მილიონობით ადამიანია დახოცილი. ეს არის დიდი დანაშაული, რომელიც რუსეთის იმპერიიდან მომდინარეობს. გოგი თოფაძის ნათქვამებს მე ვერ გავაანალიზებ იმიტომ რომ, ის, ჩემი აზრით, არ მოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. სულ სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს. მე გული დამწყდა, რომ ასეთად იყო აღქმული, მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილის ძალიან საქმიანი გამოსვლა და მას ბოდიშის მოხდა მოუწია იქ, სადაც არაფერი იყო ბოდიშის მოსახდელი. ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა მას. უბრალოდ სიტყვების შერჩევის დროს, როგორც ჩანს, ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ვინაიდან არიან არაკეთილომოსურნე ადამიანები, რომლებიც გადაატრიალებენ ერთ სიტყვას. თოფაძის შემთხვევაში, გადასატრიალებელი არაფერია - მან თქვა, ერთი კაცის გამო რუსეთს ხომ არ დავუპირისპირდებითო. სამშვიდობო პროცესი არ უნდა შეიცვალოს არც ერთ შემთხვევაში, უბრალოდ ლექსიკა უნდა შეიცვლოს. არ შეიძლება ადამიანის სიკვდილს ერქვას ”ერთი კაცი”, იმიტომ რომ იმ ოჯახში ის ერთი კაცი არის ერთადერთ კაცი და თოფაძეს უნდა ესმოდეს, რომ ოჯახის პარტონები ვართ ყველა და ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, ყველა, ვინც ხურჩის ეპიზოდიდან ცდილობს პოლიტიკური ქულა დაიწეროს, რუსეთის აგენტია.

როგორც ცნობილია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თავის პირველ კომენტარს, სადაც მომხდარს ”ერთჯერადი მკვლელობა” უწოდა, ნანობს. ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, რომ მისი სიტყვები იყო არასწორი და წინდაუხედავი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."