"დავით ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ ნიკა მელიას ჯანმრთელობა?!" - ლევან ბერძენიშვილი

 "დავით ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ ნიკა მელიას ჯანმრთელობა?!" - ლევან ბერძენიშვილი

თუკი უმრავლესობის დეპუტატის პიჯაკის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მე მაქვს კითხვა - 20 კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ფეხქვეშ გაგდება, ცემა-ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად ისჯება თუ არა? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, ის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"თუკი უმრავლესობის დეპუტატის, პიჯაკის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. მე მაქვს კითხვა: 20 კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ფეხქვეშ გაგდება, ცემა-ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად ისჯება თუ არა? როგორ არის საქმე - ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ მელიას ჯანმრთელობა?! საერთოდ, ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა პატივისცემას. არ მინდა სიტყვა სპორტსმენი გამოვიყენო იმ ჯალათების მიმართ, რომლებიც თურმე სპორტსაც ემსახურებიან. არანაირი სპორტსმენები ისინი არ არიან, დაივიწყეთ. სპორტსმენი არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და პატივსაცემი პროფესია. კაცი, რომელიც ჩავა, თუნდაც ძალიან დიდი გულშემატკივარი იყოს ამა თუ იმ პარტიის, რათა ვინმე სცემოს, ის სპორტსმენი არ არის. ის სხვა შეფასებას იმსახურებს. მე არ ვარ სასამართლო, მაგრამ ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."