გინება და მასობრივი ჩხუბი პარლამენტში - რის გამო დაუპირისპირდნენ "ოცნების" და "ნაციონალების" დეპუტატები ერთმანეთს

გინება და მასობრივი ჩხუბი პარლამენტში - რის გამო დაუპირისპირდნენ "ოცნების" და "ნაციონალების" დეპუტატები ერთმანეთს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი სესიაზე დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინიციატივას მოჰყვა. ის გამოვიდა წინადადებით, რომ 2011 წლის 26 მაისსა და წინა ხელისუფლების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.

პაპუაშვილის რეპლიკის შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენლები ფეხზე წამოდგნენ. წუთიერი დუმილისთვის არ წამომდგარან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რასაც მმართველი გუნდის წევრის, ოთარ ჩრდილელის მხრიდან მათდამი რეპლიკა მოჰყვა.

თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ლონდარიძესთან ჩხუბში ზურაბ ზვიადაურიც ჩაერთო. ზვიადაურს გინების გამო სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. ამის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა უკვე "ქართული ოცნების" წევრ ომარ ნიშნიანიძესა და "ნაციონალების" წარმომადგენელ გიორგი თევდორაძეს შორის გაგრძელდა.

მანდატურების ჩარევისა და სხდომის ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის მოწოდების შემდეგ, საბოლოოდ, სიტუაცია განიმუხტა და სხდომა გაგრძელდა. "მინდა მოგიწოდოთ დეპუტატებს, გავაგრძელოთ სხდომა. პარლამენტში ცხარე დებატები არ არის გასაკვირი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს ვცეთ პატივი და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ნუ მოვიშველიებთ არგუმენტის გასამყარებლად. არ გამოდის ამით არგუმენტის გამყარება", - მიმართა ძიძიგურმა დეპუტატებს.

თინა ხიდაშელი: "ივანიშვილმა შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით"

მომღერალი ნუგზარ კვაშალი და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - "ოცნების“ მაჟორიტარები; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია