გიორგი კვირიკაშვილი - სამშობლოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია

 გიორგი კვირიკაშვილი - სამშობლოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია

სამშობლოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ახალწვეულებს მიმართა, რომლებმაც დღეს ფიცი საზეიმოდ დადეს და სამშობლოს სამსახურში ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. წელს ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ზეიმობს. ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს, ყველა ჩვენს თანამემამულეს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ, ვისაც უდიდესი წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო. დღევანდელი დღე გამორჩეულად ამაღელვებელია წვევამდელებისთვის.

დღეს თქვენ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე და გახდით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე და არასოდეს დაივიწყებთ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა, არასოდეს დაივიწყებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას. სამშობლოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ თქვენს უკან საქართველოა", - მიმართა პრემიერმა ახალწვეულებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."