"რა ამაზრზენი ცირკი მოაწყვეთ?!" - სააკაშვილმა ოდესაში პროკურატურის მიერ ჩატარებული ჩხრეკა ჩრდილოეთ კორეას შეადარა

"რა ამაზრზენი ცირკი მოაწყვეთ?!" - სააკაშვილმა ოდესაში პროკურატურის მიერ ჩატარებული ჩხრეკა ჩრდილოეთ კორეას შეადარა

26 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკის მოტივით ოდესის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი კაბინეტი დაბლოკეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2012-13 წლებში.

აღნიშნული ფაქტი ოდესის გუბერნატორმა გააპროტესტა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, სააკაშვილმა მომხდარს "სამარცხვინო პოლიტიკური დაკვეთა" უწოდა და გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გამომძიებლების გაყვანა მოსთხოვა: "აი რა ხდება დღეს ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში. მოგვიწია კარები შეგვეგლიჯა, რომ ჩვენი თანამშრომლები გამოგვეყვანა, რომლებიც ოთახში დაკავებული ჰყავდათ უკანონოდ, ადვოკატის გარეშე, წყლისა და გარესამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე. ეი, თქვენ მეგობრებო კიევში, სულ გაგიჟდით? ასეთ რაღაცეებს ჩრდილოეთ კორეის პროკურატურა აღარ აკეთებს დიდი ხანია" - ამის შესახებ სააკაშვილმა ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიდეოკადრებში, რომელზეც ასახულია გუბერნატორის სიტყვიერი შელაპარაკება პროკურატურის თანამშრომლებთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ძალიან გაღიზიანებულია და ჩხრეკას უკანონოს უწოდებს: "რასაც თქვენ ჩადიხართ, ეს არის უკანონობა, ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური პროვოკაცია, მე მრცხვენია თქვენს გამო! თქვენ დაქირავებული თაღლითები ხართ, რომლებიც აქ პროვოკაციის მოსაწყობად დაიქირავეს. გაეთრიეთ აქედან თქვენი იარაღებიანად და გამოუშვით ჩემი თანამშრომლები" - ეუბნება მიხეი სააკაშვილი პროკურატურის წარმომადგენლებს.

იხილეთ ვიდეო: სააკაშვილი გამომძიებლების გაყრას ცდილობს - რატომ ჩხრეკენ საქართველოს კონსულის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებს ოდესაში?

"უკრაინსკაია პრავდა" პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აპირებს მოისმინოს საგამოძიებო ქვეგანყოფილების ხელმძღვანელების მოხსენება, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას უკავშირდება. უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩხრეკა ჩაატარეს, რომელიც უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2012-13 წლებში.

"აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია შავი დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს", - განაცხადეს უკრაინის გენპროკურატურაში.

ხილეთ ვიდეო: გაცხარებული სააკაშვილისა და გამომძიებლების დაპირისპირების ვრცელი ვიდეო - ოდესის გუბერნატორს კაბინეტის შესასვლელი დაუბლოკეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."