მარგველაშვილის, კვირიკაშვილისა და უსუფაშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა...

 მარგველაშვილის, კვირიკაშვილისა და უსუფაშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა...

პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დახურული შეხვედრის შემდეგ ”ქორთიარდ მარიოტი” უკომენტაროდ დატოვეს.

საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და დავით უსუფაშვილმა ”ქორთიარდ მარიოტი” უკომენტაროდ დატოვეს.

ქვეყნის პირველ პირს, მთავრობის მეთაურსა და საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს შორის აუდიენცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

რა საკითხები განიხილეს დახურულ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა, მედიისთვის უცნობია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."