ნუკრი ქანთარია - არასდროს ყოფილა - "რომეო და რომეო", "ჯულიეტა და ჯულიეტა"

ნუკრი ქანთარია - არასდროს ყოფილა - "რომეო და რომეო", "ჯულიეტა და ჯულიეტა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მომხრეა იმის, რომ კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი დაზუსტდეს და ჩაიწეროს, რომ "ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას".

როგორც ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, არსად და არც ერთ სფეროში ერთი და იმავე სქესის მიმართ ლტოლვას არ ჰქონდა თანაგრძნობა.

"ლიტერატურაშიც ეს ტენდენცია არასდროს წამოწეულა, რადგან, ბუნებრივია, ეს არ გამოიწვევდა თანაგძნობას. არასდროს არ ყოფილა - "რომეო და რომეო", "ჯულიეტა და ჯულიეტა", რატომ არ შეიძლებოდა მაშინ ასეთნაირად ყოფილიყო? "იზოლდა და იზოლდა ", "ტრისტანი და ტრისტანი" და ა.შ. არ დამდგარა ეს საკითხი მე-20 საუკუნის ბოლომდე და 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. მერე უკვე წამოვიდა ეს ტენდენციები ხელოვნებაში და დღეს თუ გადავხედავთ ევროპულ და ამერიკულ, თუნდაც კინემატოგრაფიას თუ მხატვრობას, იქ უკვე თითქმის შეუძლებელია ერთი შტრიხი მაინც არ იყოს ამგდაგვარი. ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება "რომეო და რომეო", "ჯულიეტა და ჯულიეტა". მიუხედავად ამისა ეს არ იწვევს თანაგრძნობას, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი, ეს არის გადახრა, ეს არის ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი, ეს არ არის ორგანული", - განაცხადა ქანთარიამ.

უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ ქორწინების საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერას არავინ აპირებს.

"ჩვენ გვინდა, ის რაც არის, იყოს კანონის დონეზე და არასდროს მოხდეს ამის გარკვეული ინტერპრეტაციები, რისი საფუძველიც ხშირად არის ხოლმე", - აღნიშნა ქანთარიამ.

პარლამენტი ამ წუთებში პლენარული სხდომის ფორმატში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხს პირველი მოსმენით იხილავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."