"ღარიბაშვილს მოვუყევი, რომ მზადდებოდა თავდასხმა" - ალასანია უახლოეს მძიმე პოლიტიკურ წარსულზე

"ღარიბაშვილს მოვუყევი, რომ მზადდებოდა თავდასხმა" - ალასანია უახლოეს მძიმე პოლიტიკურ წარსულზე

PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი, "ჩემი კითხვა" დიმიტრი ქუმსიშვილის შემდეგ ირაკლი ალასანიას პასუხობს. ამ გადაცემის საშუალებით, პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს, სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. მეორე გადაცემის სტუმარია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

ე.წ კაბელების საქმეზე კითხვა დაუსვეს სტუდენტებმა ირაკლი ალასანიას, მათ აინტერესებდათ "კაბელების საქმე არის ეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი დავა.

ალასანიამ კითხვის ავტორს მადლობა გადაუხადა, რომ ახალგაზრდებიც დაინტერესებული არიან ამ საკითხით.

"პირველ რიგში გმადლობთ კითხვისთვის, რომ ახალგაზრდებასაც გაინტერესებთ ეს საკითხი. რომ ეს უდანაშაულო ხუთი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის ორი სამხედრო, სწორედ თქვენნაირი ადამიანების მხარდაჭერით უძლებს რომ ზიან ციხეში და იმედი მაქვს, მალე გათავისფლდებიან.

საიდან წამოვიდა ამ საქმეზე დავა? - მე მახსოვს ეს იყო 2014 წლის ივნისი, როდესაც მქონდა საუბარი კოალიციის ყოფილ ხელმძღვანელთან, ივანიშვილთან და მაშინდელ მოქმედ პრემიერ- მინისტრთან, ღარიბაშვილთან იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი არჩევნებისთვის გამეძლიერებინა საკუთარი პარტია. ვეუბნებოდი, რომ ძლიერი პარტია იქნებოდა ძლიერი პარტნიორი კოალიციის შიგნით და ვაპირებდი ჩემი კანდიდატურა დამეყენებინა კვლავ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე...

ეს ხდება ივნისის შუია რიცხვებში... ზუსტად ორ კვირაში მომივიდა ინფორმაცია რომ ურეკში, ივანიშვილთან შეიკრიბა პროკურორის მოადგილე, დღეს უკვე პროკურორი შოთაძე და ჯგუფი, რომელთაც დაევალათ, რომ რაღაცა მოეძებნათ თავდაცვის მინისტრზე, რომ არ მომხდარიყო ჩვენი პარტიის პოლიტიკური გაძლიერება და არ მქონოდა საშუალება პარტიას ჩავდგომოდი სათავეში. იმ მომენტიდან დაიწყეს ამაზე ზრუნვა. პროკურატურა სამინისტროში შემოვიდა მოულოდნელად. წაიღეს ყველა დოკუმენტი. რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ იპოვიდნენ.

ამის შემდეგ, სექტემბერში გავიგე რომ იგეგმებოდა სამართლებრივი საქმის შეკერვა და ამის შესახებ ვისაუბრე პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. მოვუყევი, რომ ივანიშვილთან შეხვედრა შედგა. მზადდება თავდასხმა ჩვენზე... მაინტერესებდა ეს რატომ ხდებოდა, მინდოდა გავრკვეულიყავი სიტუაციაში. მან ეს სერიუზულ საუბარში არ გადაიყვანა. უკვე როდესაც ოქტომბერში, საფრანგეთში ხელმოსაწერად ვიყავი ჩასული, გამოიყენეს ეს დაწყებული შემოწმება და რამდენიმე საათში მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეს ხალხი დაეკავებინათ. ამას აქვს სრულად პოლიტიკური საფუძველი...

მე მესმის თქვენი. როდესაც სტუდენტს, მოსწავლეს გვერდით გყავთ ამდენი საერთაშორისო მეგობარი, არ გინდათ საქართველოდან ასეთი ინფორმაცია მიდიოდეს. როცა მე დიპლომატიაში ვიყავი უხერხულ მდგომარეობაში ვდგებოდი, როდესაც საქართვლოდან მოდიოდა ცუდი სიახლე, ავტოკრატიული გამოვლინება საქართველოს მხრიდან... ამ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთის დასხმა მოხდა მაშინ, როცა გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანების დაკავების შემდეგ და პრაქტიკულად საბრალდებო დასკვნა წაიკითხა... ფაქტები რომელიც მან მოიყვანა, არის ყველა მცდარი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."