გინდა, ესაუბრო სოზარ სუბარს ერთი-ერთში? გამოსცადე საკუთარი თავი პოლიტიკურ დებატებში მინისტრთან

გინდა, ესაუბრო სოზარ სუბარს ერთი-ერთში? გამოსცადე საკუთარი თავი პოლიტიკურ დებატებში მინისტრთან

3 ივნისს, ჩემი კითხვა სოზარ სუბარს! დევნილთა და განსახლების მინისტრი მოქალაქეების პირისპირ!

პოლიტიკოსი ღია ეთერში, ტელეკომპანია "Palitranews"-ის მაყურებლის კითხვებს უპასუხებს! 2 ივნისის ჩათვლით, დასვი ნებისმიერი თამამი და კრიტიკული კითხვა!

"ჩემი კითხვა" ეს არის "Palitranews"-ის ინოვაციური პროექტი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვან კითხვა.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა 10 კითხვა პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ცოცხალ ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

როგორ დავსვა კითხვა?

გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება.

  • ეწვიეთ Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა,
  • ან გამოგზავნე E-mail მისამართზე info@palitranews.ge,
  • ან მოგვწერე SMS ნომერზე - 577 11 11 30,
  • ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30,
  • ან მოგვწერე Skype-ში. Palitra.news
პარასკევს, 3 ივნისს თქვენს კითხვებს სოზარ სუბარი უპასუხებს.

კითხე, რაც გინდა!

P.S. დაწერეთ ნებისმიერი შეფასება ჩვენი პროექტის და მონაწილე პოლიტიკოსების შესახებ თქვენს Facebook-გვერდზე და გამოიყენეთ ჰეშთეგი #ჩემიკითხვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."