იან კელი – ის, რაც მოხდა კორცხელში, იყო პოლიტიკური ძალადობა

იან კელი – ის, რაც მოხდა კორცხელში, იყო პოლიტიკური ძალადობა

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი კორცხელში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ ძალადობად აფასებს, რაც, მისივე თქმით, დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ინციდენტები განსაკუთრებით საარჩევნო წელს, ზიანს აყენებს სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„ის, რაც მოხდა კორცხელში, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს იყო პოლიტიკური ძალადობა, რაც მიუღებელია საერთოდ დემოკრატიული ქვეყნისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. ასეთი ინციდენტები განსაკუთრებით საარჩევნო წელს, სამართლიან საარჩევნო გარემოს ზიანს აყენებს. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და საუბარი საქართველოს მთავრობასთან, წავახალისეთ და მოვუწოდეთ მას, რომ ეს ინციდენტი ბოლომდე იყოს გამოძიებული, სწორედ იმისთვის, რომ პოლიტიკურ ზეწოლას და ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ის ელჩი ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორს დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.

„აუცილებელია დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის სწორედ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, რათა პოლიტიკური ქცევის წესები და კოდექსი ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა იან კელიმ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."