კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო

კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავისამდმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იოანის კასულიდისი, მინისტრთა საბჭოს სხვა წევრები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ბიზნეს-წრეების, მასმედიის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ კავშირებს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივას.

“საქართველოსა და კვიპროსს შორის ურთიერთობაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების საკითხს. კვიპროსი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართვლოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს.“ - განაცხადა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ეროვნული სამოსის, მინანქრის ნაკეთობებისა და ღვინის ჭურჭლის გამოფენა, ასევე ქართული სიმღერის კვინტეტისა და დიასპორულ ორგანიზაციასთან არსებული ბავშვთა ცეკვის ანსამბლის წევრთა კონცერტი.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. მიღების პარალელურად ქართული დროშით განათდა სასტუმროს Hilton Nicosia ცენტრალურ ფასადი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."