ნუკრი ქანთარია: ბიძინა ივანიშვილის წერილი არის უანგარო სიყვარულით შეპყრობილი

  ნუკრი ქანთარია: ბიძინა ივანიშვილის წერილი არის უანგარო სიყვარულით შეპყრობილი

ბიძინა ივანიშვილის წერილი არის უანგარო სიყვარულით შეპყრობილი ადამიანის წერილი, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი", საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საკმაოდ გულწრფელი წერილი და ოქროს ასოებითაც რომ იყოს დაწერილი, მაღალი პოეზიის ნიმუშიც რომ იყოს, მაინც გამოვლენ მოწინააღმდეგე ოპონენტი პარტიები, იმიტომ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და იტყვიან, რომ ეს არ არის ასე.

"იმიტომ აქვს ჩვენს მოქალაქეებს თვალი და ყური, რომ მოისმინონ ვინ, რა კატეგორიის ხალხი ლაპარაკობს ამას, რამდენად აქვთ მათ მორალური უფლება, რომ ამაზე ისაუბრონ. ბუნებრივია, ვინც საარჩევნო პროცესში ჩართვას აპირებს, ის დაიწყებს ამ წერილის გაბაიბურებას.

მე წერილი წავიკითხე ობიექტურად. ეს არის ადამიანის წერილი, რომელმაც მოახერხა და გაჩანაგებული ოპოზიციური ველიდან შექმნა ისეთი ბირთვი, ისეთი კოალიცია, რომელმაც დაამარცხა ფაქტობრივად დაუმარცხებელი ძალა, რომელიც უკვე იყო ჩაბეტონებული საქართველოში", - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის წერილის დაწერა "ქართულ ოცნებას" არ შეუკვეთია და არ უთხოვია, რომ ასეთი წერილი დაეწერა. "ბიძინა ივანიშვილი არის ის მოქალაქე, რომელმაც ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა გამოვიდეს წერილით ისე, რომ ეს არავისთვის შეუთანხმებია და არც უნდა შეეთანხმებინა. ეს ის ადამიანია, რომელმაც დამარცხა რეჟიმი, რომელიც იყო ფაქტობრივად სადისტური, რომელიც ისეთი უფსკრულისგან მიგვაქანებდა, რომლისგან ვეღარ ამოვიდოდით. 5 წელიწადი კიდევ "ნაციონალური მოძრაობა" რომ ყოფილიყო სათავეში, დამერწმუნეთ თქვენი ტელევიზია კია არა, ახლა რომ ახალი ეთერი გაქვთ, რაზე იქნებოდა საუბარი... "პალიტრას" შემოუვარდნენ აქ და მახსოვს რა ამბავი იყო. დანარჩენები ხომ გაჩანაგებული იყო", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარია ასევე გამოეხმაურა ივანიშვილის წერილში "ნაციონალური მოძრაობის" მოხსენიებას და აღნიშნა, რომ არავისგან მოდის ისეთი საფრთხე, როგორც ამ პარტიისგან. "მათ აქვთ ეს წარსული, მათ აქვთ ეს გამოცდილება და ისინი ემზადებიან რევანშისთვის. ოდესიდან კაცი ყიჟინას სცემს, რომ მოვდივართ აუცილებლად და ყველაფერი იქნება, ფულიც, იარაღიც, ოღონდ თქვენ დაიწყეთ არჩევნების შემდეგ და თქვით, რომ არალეგიტიმურია ეს ყველაფერი და მერე მე ჩამოვალ, როცა ეს დამთავრდებაო. ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საფრთხე ეს არის და მისი ნეიტრალიზება უნდა მოსდეს სწორედ არჩევნებით", -განაცხადა ქანთარიამ.

LIVE: "360 გრადუსი" - თამარ ჩუგოშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი მეზურნიშვილი

"აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში... ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, ეს არის თქვენი ლეიტმოტივი" - ქანთარია ოპოზიციას

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე