გიორგი ტუღუში - ივანიშვილის წერილში მოყვანილია მითიური საქართველო

გიორგი ტუღუში - ივანიშვილის წერილში მოყვანილია მითიური საქართველო

ბიძინა ივანიშვილის წერილი არის იმის გამოხატულება, რატომ უნდა უთხრას საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" უარი ოქტომბერში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ათეულში მყოფმა გიორგი ტუღუშმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წერილი არის საკმაოდ არარეალისტური და შეიცავს არაერთ დამახინჯებულ ფაქტს. "მასში მოყვანილია მითიური საქართველო, სადაც საუბარია რაღაც არნახულ პროგრესზე და განვითარებაზე თითქმის ყველა მიმართულებით. იქ საუბარია ადამიანის უფლებების კუთხით გადადგმულ არნახულ ნაბიჯებზე, ინვესტიციების შემოდინებაზე, სამუშაო ადგილების გაზრდაზე, სოფლის მეურნეობის სექტორის აყვავებაზე.

კი, გასაგებია, რომ იქ არის ციფრებით მანიპულირება, რაც ახასიათებს "ქართულ ოცნებას" , მათ შორის რამდენიმე ექსპერტს, რომლებმაც სახელი გაითქვეს ამ ციფრების წვალებით ეთერში, თუმცა, იქ არის რამდენიმე მონაცემი, რომელიც არასწორადაა გამოტანილი.

იქ საუბარია, რომ თურმე წინა ხელისუფლებას ჰყვადა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შავზე თეთრს ამბობდა. ძალიან ცინიკურია, როდესაც 2030-ის ჩამომყალიბებელი საუბრობს ვინმეს ხელში არსებულ მანიპულირებულ ექსპერტებზე", -განაცხადა ტუღუშმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."