ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დეკლარაციაში საქართველოზეა საუბარი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დეკლარაციაში საქართველოზეა საუბარი

ნატო-ს 28 წევრი სახელმწიფოს 250-მდე პარლამენტარმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღო, სადაც მოუწოდებს ალიანსის წევრი სახელმწიფოს ლიდერებს, კიდევ ერთხელ გამოუცხადონ მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებს.

"კანონმდებლები მიესალმებიან მონტენეგროს პროგრესს გაწევრიანების გზაზე და მოუწოდებენ ლიდერებს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები", - ნათქვამია განცხადებაში.

დეკლარაცია, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მიიღეს, შეიცავს ნატო-სადმი მოწოდებებს, გააძლიეროს ალიანსის კოლექტიური თავდაცვა, რათა შეძლოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც "სულ უფრო აგრესიული ხდება".

დეკლარაციის თანახმად, ნატო-მ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ აგრესიას მოჰყვება სწრაფი პასუხი, ასევე დაამშვიდოს ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც თავს საფრთხის ქვეშ გრძნობენ.

კანონმდებლები მოუწოდებენ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, ვარშავის სამიტზე ყოვლისმომცვლელი სტრატეგია მიიღონ ნატო-ს სამეზობლოში სტაბილურობის გასაძლიერებლად.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."