პრემიერი - კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აყენებს

პრემიერი - კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აყენებს

არ ვისურვებდი მეხილა "რუსთავი 2" შეცვლილი და ამით ვინმესთვის სპეკულირების საშუალება მიმეცა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საკუთრების საკითხს იხილავს სასამართლო, ეს არის სამოქალაქო პროცესი და მთავრობას მასში ჩარევის არანაირი უფლება არ აქვს.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი სურვილია, სალაპარაკო ამით არავის მიეცეს. რამდენად მოხდება რაიმე ცვლილება, ან არა, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, არანაირი ცვლილების სურვილი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს წყენაც, პრეტენზიაც, რაც ადამიანურია, იმაზე, რომ ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის და მე არანაირი პრეტენზია არ შეიძლება მქონდეს კერძო ტელევიზიის მიმართ, როგორც პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აყენებს.

"იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რას ამბობს პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საუბრის ასეთი გონორი დღეს, სამწუხაროდ ასე საუბრობს; ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ყველაფრის, რაც 2007 წელს ხდებოდა. მე ვემხრობი, რომ "რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიც არის, ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, არანაირ საშიშროებას ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ", - დასძინა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."