გვარამიას პასუხი კვირიკაშვილს: "მაინტერესებს ჩემი მასკულინობის დეფიციტმა როდის და რატომ შეაწუხა"

გვარამიას პასუხი კვირიკაშვილს: "მაინტერესებს ჩემი მასკულინობის დეფიციტმა როდის და რატომ შეაწუხა"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულ რეპლიკას "შეურაცხმყოფელად" აფასებს. როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი შეურაცხყოფაზე გადადის, რადგან "საპასუხო არაფერი აქვს".

"ადამიანებს, როდესაც საპასუხო არაფერი აქვთ, შეურაცხყოფებზე გადადიან. პრემიერი დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ისედაც არ გამოირჩეოდა, მაშინ როდესაც იმაში ამხელენ, რაც ნამდვილად სიმართლეა, კერძოდ, ჯერ გრეჩიხას "შნირი" იყო, ახლა ბიძინა ივანიშვილის "შნირია", უკაცრავად ჟარგონისთვის, ორივესგან ფულს იღებდა ახლაც და მაშინაც და ორივე შემთხვევაში დანაშაულს ჩადიოდა, მას საპასუხო არაფერი აქვს და შეურაცხყოფაზე გადადის. მაინტერესებს ჩემი მასკულინობის დეფიციტმა როდის და რატომ შეაწუხა, რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით" - აღნიშნა გვარამიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას ასე უპასუხა: "კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით".

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."