"სასქესო ორგანოები ამოაჭრეს ამ ხალხს..." - ყოფილი პატიმრის შოკისმომგვრელი ჩართვა საფრანგეთიდან სოზარ სუბართან

"სასქესო ორგანოები ამოაჭრეს ამ ხალხს..." - ყოფილი პატიმრის შოკისმომგვრელი ჩართვა საფრანგეთიდან სოზარ სუბართან

PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი, "ჩემი კითხვა" ყოველ პარასკევს, 21:00-ზე გადის. ამ გადაცემის საშუალებით, პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს, სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. მესამე გადაცემის სტუმარია დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

შეკითხვა, რომელიც პატიმრების სასტიკი წამების ფაქტებს ეხებოდა, დიმიტრიმ საფრანგეთიდან დასვა. მისი ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს მსჯავრდებულებს არასწორ ოპერაციებს უკეთებდნენ და ორგანოებს აჭრიდნენ. ემიგრანტი დაინტერესდა, თუ დადგა რომელიმე ექიმის პასუხიმსგებლობის საკითხი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა.

"ბატონო სოზარ, თქვენ თუ გაქვთ ნანახი 40 წუთიანი ფილმი, რომელიც პატიმრების წამებას ეხება? მე პირადად საფრანგეთში ბევრ ქართველს შევხვდი, ყოფილ პატიმრებს. ამ ადამიანებს სასქესო ორგანოები ამოაჭრეს. აქ ესენი ფსიქოლოგიურ შემოწმებას გადიან. აქაური ექიმები მათ დიდ დახმარებას უწევენ. მე მაინტერესებს, თუ დადგა რომელიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არასწორ ოპერაციებს აკეთებდა. ვიცი, რომ პატიმრებს სხვადასხვა ორგანოებს აცლიდნენ", - განაცხადა ჩართვის დროს საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა.

იხილეთ ვიდეო

სოზარ სუბარის ინფორმაციით, მისი სასჯელაღსრულების მინისტრად ყოფნის პერიოდში რამდენიმე პატიმარი გამოიკითხა. როგორც სუბარი ამბობს, მსჯავრდებულებმა წამების უამრავ ფაქტზე ისაუბრეს, თუმცა ორგანოებით ვაჭრობის თემა "მითქმა-მოთქმის დონეს ვერ გასცდა".

"წამების ბევრი ფაქტი მაქვს იდენტიფიცირებული, როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი და შემდეგ როდესაც სასჯელაღსარულების მინისტრი ვიყავი. ჩემი სასჯელაღსრულების მინისტრად ყოფნის პერიოდში ციხეებში შევიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცის, მათ შორის იყო, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო". გამოიკითხა 2000-მდე პატიმარი და ყოფილი პატიმარი. წამების ფაქტებთან დაკავშირბეით აიღეს ინტერვიუები. ძალიან ბევრ დანაშაულზეა საუბარი, თუმცა ორგანოებით ვაჭრობის თემა ვერ გასცდა მითქმა-მოთქმის დონეს. არც ერთი იდენტიფიცირებადი ფაქტი ამ თემაზე არ არის", - განაცხადა სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."