"არ უნდათ, ნუ უნდათ. ხვალ დაანონსდება სულ სხვა ფორმატი" - რას წერს გიორგი უძილაური ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე

"არ უნდათ, ნუ უნდათ. ხვალ დაანონსდება სულ სხვა ფორმატი" - რას წერს გიორგი უძილაური ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე

"ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი უძილაურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატი ხვალ დაანონსდება. როგორც უძილაური სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, შეთანხმება ვერ შედგა ვერც "რუსთავი 2-თან" და ვერც "ტაბულასთან".

"მოკლედ, ივანიშვილის შეთავაზებაზე - შემდგარიყო მისი შეხვედრა "რუსთავი 2"-თან და "ტაბულასთან" და საუბარი პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ უარი თქვა.

"ტაბულამ" გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრისთვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ფორმატით: მხოლოდ "ტაბულა" და ივანიშვილი. ამის შემდეგ

"ტაბულას" მიეცა ახალი შეთავაზება, სხვა ტელეარხის ან ტელეარხების წარმომადგენლებთან ერთად მომხდარიყო შეხვედრა ივანიშვილთან. თუმცა ეს შეთავაზებაც უარყოფილ იქნა, რადგან ისინი თანახმა იყვნენ მხოლოდ "მსგავსი სარედაქციო პოლიტიკის" მქონე არხთან ერთად შეხვედროდნენ ყოფილ პრემიერს. ასეთ არხად კი "ტაბულა" მხოლოდ "რუსთავი 2"-ს მიიჩნევს...

მოკლედ, ორი შეთავაზება უარყოფილია. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა ამ ორი არხის წარმომადგენელთა და ივანიშილის შეხვედრა - არ უნდათ, ნუ უნდათ. ხვალ დაანონსდება სულ სხვა ფორმატი", - წერს უძილაური.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."