ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრებს იწყებს

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი უძილაურმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი ხვალ ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრა ტექნოპარკში, 12:00 საათზე დაიწყება და ის დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება. შეხვედრას 10 ტელეკომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

რაც შეეხება ბეჭდური და ელექტრონული მედიის, ასევე რადიოს ჟურნალისტებს, ბიძინა ივანიშვილი მათ 14 ივნისს შეხვდება. აღნიშნული შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."