იანოშ ჰერმანი - არ შემიძლია დავასახელო ზუსტი დრო, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ვიზალიბერალიზაციაზე

იანოშ ჰერმანი - არ შემიძლია დავასახელო ზუსტი დრო, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ვიზალიბერალიზაციაზე

არ შემიძლია დავასახელო ზუსტი დრო, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ვიზალიბერალიზაციაზე , - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ევროკომისიის მოსაზრების თანახმად, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა-ვალდებულება ვიზალიბერალიზაციისთვის.

"აღნიშნული მოთხოვნები სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო, რომელიც წარმატებით გაიარა ქვეყანამ. ასე რომ, ეს არის წარმატება თქვენი საზოგადოების, რომელიც საერთო ჯამში, ხელისუფლების, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი და ეს მიღწევა არაერთხელ მივულოცეთ ქართველებს. თუმცა ვიზალიბერალიზაცია რომ ძალაში შევიდეს, გარკვეული საკანონმდებლო პროცედურების დაცვაა საჭირო, რომელიც თავის მხრივ, დროს მოითხოვს. ევროსაბჭომ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა განხილვებისა და მსჯელობის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, თუმცა მე არ შემიძლია დავასახელო ზუსტი დრო, როდის იქნება საბოლო გადაწყვეტილება მიღებული", - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."