ივანიშვილი კორცხელში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

ივანიშვილი კორცხელში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

კორცხელის ინციდენტი ძალიან სამარცხვინო იყო და ძირითადი პასუხისმგებლობა ძირითადად მთავრობას ეკისრება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილის აზრით, მომხდარმა "ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო".

"კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო და მე გუნდსაც და მთლიან საზოგადოებასაც მოვუწოდებდი, რომ ეს აღარ განმეორდეს. ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმით დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით. ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს. ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება უნდა იქონიონ. დაწვრილებით არ ჩავუღრმავდები ფორმებს - ვინ ვინ მიიყვანა, ვინ რა გამოიწვია, მაგრამ, საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ერთი პლუსი შეიძლება ჰქონდეს ამას, რომ დასკვნები გააკეთონ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ეს იყო სირცხვილი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერს ეჭვი არ ეპარება, რომ მომხდარი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

"კადრებიც ვნახე, ისიც კარგად შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ შედეგი მიიღო, მაგრამ ეს არაფრით არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."