მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა

"საქართველოში საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა", - ასეთი განცხადებით ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტების წინაშე მას შემდეგ წარდგა, რაც გუშინ მისი დროებითი კაბინეტი "ოდესა-რენის" გზაზე, კარავში განთავსდა.

ოდესის გუბერნატორის თქმით, ის დროებით კარავში იქამდე იმუშავებს, სანამ "ოდესა-რენის" ავტომაგისტრალის მშენებლობა არ დასრულდება.

"ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს. აქ სრული არეულობაა სამართავ მექანიზმში. პატარა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი. ვინმე მეტყოდა, რომ გზისთვის 40 მილიონ ევროს ვერ ვიშოვიდით? საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 6 საათზე მშენებლობა იწყებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორმა გუშინ კარავში პირველი შეხვედრები და თათბირი გამართა. როგორც მოსალოდნელია, დღეს მისი სამუშაო დღე სწორედ კარავში დაიწყება.

იხილეთ ვიდეო: სააკაშვილის აღიარება - ვის და რა მიზეზით სვამდა ექსპრეზიდენტი ციხეში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."