პირველად, თბილისელები დავით ნარმანიასთან ტელე-დებატებში - როგორ დავუსვათ კითხვა დედაქალაქის მერს

პირველად, თბილისელები დავით ნარმანიასთან ტელე-დებატებში - როგორ დავუსვათ კითხვა დედაქალაქის მერს

Palitranews-ის ეთერში ინოვაციური სატელევიზიო პროექტი - "ჩემი კითხვა" მომდევნო პარასკევს, 17 ივნისს თბილისის მერს, დავით ნარმანიას უმასპიძლებს. გადაცემის წამყვანი ემა ტუხიაშვილია.

"ჩემი კითხვა" - ეს არის "Palitranews"-ის ინოვაციური პროექტი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვან კითხვა.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა 10 კითხვა პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ცოცხალ ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება.

  • ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა,
  • ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge
  • ან მოგვწერე SMS ნომერზე - 577 11 11 30
  • ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30
  • ან მოგვწერე Skype-ში. Palitra.news
ეთერში გასული გადაცემების ჩანაწერები იხილეთ აქ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."