"ეს ქალი სანგარშია ნაწოლი, ავტომატი აქვს ნასროლი თუ რა დამსახურება აქვს ქართული მხედრობის წინაშე?!" - ვასაძე ხიდაშელზე

"ეს ქალი სანგარშია ნაწოლი, ავტომატი აქვს ნასროლი თუ რა დამსახურება აქვს ქართული მხედრობის წინაშე?!" - ვასაძე ხიდაშელზე

ბიზნესმენ ლევან ვასაძის შეფასებით, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა მეომრების შეურაცხყოფა იყო. ამის შესახებ ლევან ვასაძემ Palitranews-ის ეთერში, გადაცემაში "ფალავანდიშვილთან" განაცხადა.

"თინა ხიდაშელი სოჭში ჩავიდა და ჩემი ყურით მოვისმინე, როცა აფხაზებს უთხრა: სულ არ მაინტერესებს საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთს, ოღონდ ლიბერალური ქვეყანა იყოს. ამის მთქმელ ადამიანს საერთოდ საქართველოში დაბრუნების უფლება აღარ უნდა ჰქონდეს და გინიშნავენ რამის მინისტრად კი არა, მეომრების მინისტრად. ინფრასტრუქტურის მინისტრად მაინც დამინიშნე... ეს არის ფრონტალური შეურაცხყოფა ქართველი მეომრის, რომ ასეთი რაღაცის შემდეგ მინისტრად დანიშნეს.

ეს ქალი სანგარშია ნაწოლი, ავტომატი აქვს ნასროლი თუ რა დამსახურება აქვს ქართული მხედრობის წინაშე?! თქვა, რომ სულ არ მედარდება აფხაზეთს დავიბრუნებთ თუ არა და, მინისტრად დაგინიშნეს. მოდი ახლა შენ და იზეიმე, ვაი რა კარგია ჩვენი დამოუკიდებლობა... ", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."