"არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას" - რა გეგმები აქვს პრემიერს არჩევნების შემდეგ

"არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას" - რა გეგმები აქვს პრემიერს არჩევნების შემდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ პარლამენტში დარჩენას არ აპირებს. გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიონ.

„გუშინ ატყდა ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას. გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა განმარტება გააკეთა პირველ ვიცე-პრემიერად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნაზე.

„ეს იმით არის გამოწვეული, რომ მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია, აქედან გამომდინარე, არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არის უადგილო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."