ბრიჯიტ ბრინკი - მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან თავისუფალი

ბრიჯიტ ბრინკი - მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან თავისუფალი

ჩვენ გამოვთქვამთ წუხილს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის დამოკიდებულებას მედიის თავისუფლების როლზე.

"ჩვენი გზავნილი ნათელია - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამ კონტექსტში ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, ჩვენ ხაზს ვუსვამთ მნიშვნელობას იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან თავისუფალი და მთავრობის პასუხისმგებლობას - უზრუნველყოს ეს შედეგი. ჩვენ, ასევე, ხაზი გავუსვით დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობას და ვისაუბრეთ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის განხორციელებაზე. ", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.

ამასთან, ბრიტიჯ ბრინკი მიესალმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კონტსრუქციულ ტონს წინასაარჩევნო პერიოდში და მის მოწოდებას პოლიციისადმი, რომ უზრუნველყონ შესაბამისი წესრიგი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."