პარაზიტებთან ბრძოლაში ნერვებმა მიმტყუნა - ალეკო ელისაშვილი

პარაზიტებთან ბრძოლაში ნერვებმა მიმტყუნა - ალეკო ელისაშვილი

სოსო მანჯავიძეს ბოდიშს არ მოვუხდი, - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "PALITRANEWS"-ის გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას. როგორც მან განმარტა, პარაზიტებთან ბრძოლაში ნერვებმა უმტყუნა და რაც შეეხება დიმიტრი მოსულიშვილს, "სიცოცოხლეს გაუმწარებს პარაზიტებს და მექრთამეებს, ვინც სახელმწიფო სამსახურშია".

"მსგავს ადამიანებთან მე საბოდიშო არაფერი არ მაქვს, ისევე როგორდ დიმიტრი მოსულიშვილთან და სხვებთან მე საბოდიშო არაფერი არა მაქვს. უბრალოდ მე ნერვებმა მიმტყუნა. ორი წელია ეზო-ეზო, კორპუს-კორპუს და თითო სკვერში ვჩხუბობ. რატომ უნდა სჭირდებოდეს ხალხს კბილებით ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოსთვის. პარაზიტებთან ბრძოლაში უკვე ნერვებმა მართლა მიმტყუნა.

ახლა კარგად უნდა დავისვენო და ამ ზაფხულში მოსულიშვილს პასუხს ვაგებინებ -ამ ორ ნებართვას გავაუქმებინებ, რომ ხალხი დაცული იყოს... შემდგომში არგუმენტები ვიპაექრებ და არა მუშტებით და წიხლებით. რაც შეეხება პარაზიტებს და მექრთამეებს, სიცოცხლეს გავუმწარებ ვინც სახელმწიფო სამსახურშია. "- დასძინა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."