"კარგი იქნება, თუ თეა წულუკიანი მორიგ ფიასკოს მაინც აიცილებს თავიდან"

"კარგი იქნება, თუ თეა წულუკიანი მორიგ ფიასკოს მაინც აიცილებს თავიდან"

საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მხარეები განსხვავებულად კითხულობენ - "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად აღიარა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი "ნაციონალების" განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ.

იმის გარკვევას, თუ რა წერია ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაში, "კვირის პალიტრა" შეეცადა:

დავით ჯანდიერი: "მიკვირს იუსტიციის მინისტრის..."

"როდესაც ვანო მერაბიშვილს უკვე ჰქონდა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა, მისმა ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე ახალი შუამდგომლობა დააყენეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს, სასამართლოსგან კი პასუხად უარი მხოლოდ ერთი წინადადებით მიიღეს. სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია სწორედ ამ ნაწილში დაარღვია. სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ტრაფარეტული ფრაზა არ იყო საკმარისი იმ პირობებში, როდესაც საქმე ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. გარდა ამისა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა კონვენციის მეთვრამეტე მუხლიც. მარტივად რომ განვმარტოთ - სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა, რომელიც ამ დრომდე გამოძიებული არ არის, მაღალი ალბათობით ნამდვილად მოხდა და ეს დაკავებულზე ზემოქმედების საშუალებადაც გამოიყენეს. ჯამში, ეს ცალსახად მერაბიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებაა და მიკვირს იუსტიციის მინისტრის, რომელმაც ასე პირწმინდად წააგო აღნიშნული სასამართლო პროცესი და რომელიც ახლა "გვემუქრება", რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს" - აღნიშნავს აღნიშნავს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე.

- რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

- რეალურად წულუკიანი ამას მხოლოდ ერთი მიზნით აკეთებს - სურს, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ თავი არჩევნებამდე შეინარჩუნოს. დარწმუნებული ვარ, გასაჩივრებას შედეგი არ მოჰყვება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: რამდენიმე წლის წინ სტრასბურგის სასამართლომ განიხილა მამედოვის (აზერბაიჯანელი უფლებადამცველი) საქმე და მეხუთე და მეთვრამეტე მუხლების დარღვევა დაადგინა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კი, რომელსაც აღსრულების მონიტორინგი ევალება, აზერბაიჯანს პასუხი მოსთხოვა, თუ რატომ არ გაათავისუფლეს ის ადამიანი.

მაინტერესებს, თუ მინისტრთა კომიტეტი საქართველოს მერაბიშვილის გათავისუფლებას მოსთხოვს, რა პასუხი ექნება საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელმაც ეს პროცესი წააგო?!  წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 20 ივნისის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი აქ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."