"კომკავშირის ყრილობაზე მეგონა თავი" - ნინო ნადირაძე -კუზანოვა მეჭიაურის პარტიაში მიიწვიეს?!

 "კომკავშირის ყრილობაზე მეგონა თავი" - ნინო ნადირაძე -კუზანოვა მეჭიაურის პარტიაში მიიწვიეს?!

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალმა სახემ, ნინო ნადირაძე-კუზანოვამ­ დატოვა. მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განმარტა ბურჭულაძის პარტიიდან წამოსვლის მიზეზები. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა:

- პაატას დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ, ნიჭიერი ადამიანია. როდესაც თავის პარტიაში მიმიწვია, მოსაფიქრებლად ერთი დღეც არ მქონდა, გადაწყვეტილება ნაჩქარევად მივიღე და დავთანხმდი. მეორე დღეს უკვე ყრილობაზე ვიყავი და მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. კომკავშირის ყრილობაზე მეგონა თავი, ადამიანები არაბუნებრივად ლაპარაკობდნენ, არ იგრძნობოდა გულწრფელობა და საქმის რეალურად კეთების სურვილი. ყველაფერი დადგმული და ხელოვნური იყო, დროშების ფრიალით.

....

- სხვა პარტიიდან შემოთავაზება ხომ არ მიგიღიათ?

- ჯერ პაატას ვემშვიდობები. თუ, როგორც გითხარით, საქმის კეთების გულწრფელ სურვილს დავინახავ, შესაძლოა, სხვა პარტიაში გაწევრებაზე ვიფიქრო, მინდა ჩემი გამოცდილება ქვეყანას მოვახმარო. (იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გაიარეთ რეგისტრაცია, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ ინტერვიუ)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."