შს მინისტრი - არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია მოხდეს

შს მინისტრი - არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია მოხდეს

არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია და ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა ე.წ.სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელის დაკავება მოხდეს და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის.

"აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა დე ფაქტო სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელი დააკავონ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და ამით მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია", - განაცხადა მღებრიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."