პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო

ამნისტიის აქტის გამოცემის შესახებ ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ფრაქციის მიერ ინიცირებული "ამნისტიის შესახებ" პროექტი დღეს 77 ხმით - ერთხმად დაამტკიცეს.

აღნიშნული პროექტი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან მამაკაცების - 70 წლის, ხოლო ქალების 65 წლის ასაკიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. "ეროვნული ფორუმის" ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიღება და განხორციელება ხელს შეუწყობს დაახლოებით 116 ბრალდებულის და მსჯავრდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას.

კერძოდ, პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს მამაკაცი - 70 წლის, ხოლო ქალი - 65 წლის ასაკიდან, რომელმაც ჩაიდინა "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა კოდექსის 110-ე-115-ე მუხლებით; 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით; 139-ე მუხლის პირველი ნაწილით; 143-ე მუხლის პირველი ნაწილით; 1433 მუხლის პირველი ნაწილით;1442 მუხლით; 1443 მუხლის პირველი ნაწილით; 157-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით; 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 159-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 171-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 174-ე მუხლით; 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 178-ე მუხლის პირველი ნაწილით; 181-ე მუხლის პირველი ნაწილით; 1941 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 253-ე მუხლის პირველი ნაწილით; 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 2551 და 2552 მუხლებით; 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 262-ე მუხლის 11 ნაწილით; 263-ე-265-ე მუხლების პირველი ნაწილებით; 268-ე მუხლის პირველი ნაწილით; 269-ე და 270-ე მუხლებით; 271-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 272-ე მუხლის პირველი ნაწილით; 284-ე მუხლით; 285-ე მუხლის პირველი ნაწილით; 286-ე მუხლით; 317-ე მუხლით; 318-ე მუხლის პირველი ნაწილით; 320-ე და 321-ე მუხლების პირველი ნაწილებით; 3221 მუხლით; 3222 მუხლის პირველი ნაწილით; 3301 და 331-ე მუხლების პირველი ნაწილებით; 3312 მუხლით; 335-ე მუხლის პირველი ნაწილით; 3391 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე; 353-ე მუხლის პირველი ნაწილით; 364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით; 365-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით; 378-ე და 3781 მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით; 3782 მუხლით; 381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 405-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულისა.

აღნიშნული პროექტით, ამნისტია შეეხება იმ ტიპის ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რომელმაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუმცა იმ პირობით თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდეს.

გარდა ამისა, "ამნისტიის შესახებ" პროექტით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს მამაკაცი - 70 წლის, ხოლო ქალი 65 წლის ასაკიდან, რომელმაც ჩაიდინა "სისხლის სამართლის კოდექსის" 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით; მე-200 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით; 2001 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 2002 მუხლის მე-4 ნაწილით; 2004 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით; 2005 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 2006 მუხლის მე-4 ნაწილით; 202-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით; 2051 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით; 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 214-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით; 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით; 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით; 249-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული.

ამნისტია არ გავრცელდება 118-ე და 344-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."