ნოდარ ჯავახიშვილი - ჩვენთან ყველა რეგიონში 2, 3, 4, ზოგან მეტი უნივერსიტეტია - ეს მარაზმია

ნოდარ ჯავახიშვილი - ჩვენთან ყველა რეგიონში 2, 3, 4, ზოგან მეტი უნივერსიტეტია - ეს მარაზმია

ვერ დაგეთანხმებით, რომ უნივერსიტეტები ყველა სოფელში უნდა იყოს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, მაყურებელი დაინტერესდა მინისტრის მოსაზრებით, უნდა გადანაწილდეს თუ არა უნივერსიტეტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რადგან მათი უმეტესობა დედაქალაქშია თავმოყრილი.

”ვერ დაგეთანხმებით, რომ უნივერსიტეტები ყველა სოფელში უნდა იყოს. ეს ჩემი მოსაზრებაა, რასაკვირველია. ყველა ქვეყანაში უნივერსიტეტები არის ან მსხვილ ან საუნივერისტეტო ქალაქებში. ჩვენთან ყველა რეგიონში 2, 3, 4, ზოგან მეტი უნივერსიტეტია, ბოდიშს ვიხდი განათლების სამინისტროსთან, თუ მისი მესვეურები არ დამეთანხმებიან, ეს მარაზმია. საქართველოს იმდენი რესურსი არ აქვს, მათ შორის, არც ფინანსური, რომ საუნივერსიტეტო ქალაქები აშენოს. თბილისში თუ ბევრი უნივერსიტეტია (სიმართლე გითხრათ, ესეც ვერ ეტევა ჩემს ლოგიკაში), ერთი და იგივე პროფესორები ერთიდან მეორე უნივერსიტეტში გადადიან და როგორ წარმოდგიდგენიათ, აქედან ზუგდიდსა და დედოფლისწყაროში როგორ უნდა იარონ ამ ლექტორებმა?!”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მინისტის აზრით, ეს იქნება განათლების სისტემის დანგრევა, ”რადგან ყველას უნდა, რომ საკუთარ სახლთან ჰქონდეს უნივერსიტეტი”. ”ვფიქრობ, სწავლა ღირს იმად, რომ ქვეყანაში იყოს ორი, მაქსიმუმ სამი საუნივერსიტეტო ცენტრი და სწავლის გულისთვის გადაადგილდე”, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."