რატომ გაათავისუფლეს დირექტორობიდან კორცხელის მაჟორიტარობისთვის "ქართული ოცნების" კვოტით მებრძოლი ამირან ლაგვილავა

რატომ გაათავისუფლეს დირექტორობიდან კორცხელის მაჟორიტარობისთვის "ქართული ოცნების" კვოტით მებრძოლი ამირან ლაგვილავა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერის კოლეჯის დირექტორი ამირან ლაგვილავა, რომელიც შუალედურ არჩევნებში კორცხელის მაჟორიტარობისთვის "ქართული ოცნების" კვოტით იბრძოდა , თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც "ინტეპრესნიუსს" ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ განუმარტა, გადაწყვეტილება შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა, თუმცა სხვა დეტალებზე უწყება მომავალ კვირას ისაუბრებს.

"მას მიეცა რამდენიმე გაფრთხილება, რომელიც არ გაითვალისწინა და მორიგი შემოწმების შემდეგ იგივე დარღვევები აღმოჩნდა, რის გამოც ამირან ლაგვილავა გათავისუფლდა. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა ღურწკაიამ.

ფაქტს თავად ამირან ლაგვილავაც ადასტურებს. კითხვაზე, კონკრეტულად რა სახის დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა, ლაგვილავა განმარტავს, რომ საუბარია ფინანსურ დარღვევებზე, სხვა დეტალებზე კი ჯერჯერობით არ საუბრობს.

"კონკრეტულად მეც არ ვიცი. ხვალ გავერკვევი სიტუაციაში. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ვერც იმას, იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოგვიანებით დამიკავშირდით, როცა მეცოდინება ყველაფერი, მერე შემეძლება საუბარი უფრო კონკრეტულად", - განაცხადა ლაგვილავამ.

ამირან ლაგვილავამ, რომელიც შუალედურ არჩევნებში კენჭს "ქართული ოცნების" კვოტით იყრიდა, არჩევნები წააგო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."