მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც მე-8 მოწვევის პარლამენტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო

მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც მე-8 მოწვევის პარლამენტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო

მე-8 მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.

პარლამენტში არც ერთი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები. დეპუტატები ვერც ოპოზიციის და ვერც უმრავლესობის ვარიანტზე ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, მოქმედ პარლამენტს უფლებამოსილება ისე ეწურება, რომ ის ამ მიმართულებით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას ვეღარ შეძლებს.

ანალოგიური მდგომარეობაა ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა. ინიციატივა კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე განიხილეს, თუმცა კენჭი არ უყრიათ.

გარდა ამისა, პარლამენტმა ვერ დაამტკიცა "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ტალღის სახელით არის ცნობილი. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცესი მესამე მოსმენაზე შეჩერდა. როგორც ამასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აცხადებენ "არსებობს შიდა წინააღმდეგობები, რის გამოც ვერ თანხმდებიან".

პარლამენტს, პლენარული სხდომის ფარგლებში არ უმსჯელია საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ, რომელიც ფრაქცია "რესპუბლიკელებმა" წარადგინეს.

ამის მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმშია და მათ გარეშე პროექტის განხილვას და კენჭისყრაზე გატანას აზრი არ აქვს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."