კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისეთივე საშინელება არ განმეორდეს, რაც კორცხელში მოხდა

კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისეთივე საშინელება არ განმეორდეს, რაც კორცხელში მოხდა

პრემიერის ინიციატივით მკაცრდება კანონი ჩხუბთან დაკავშირებით, რომ ეს ცხვირ-პირის მტვრევა და მუშტი-კრივი არ იყოს გამართული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისეთივე საშინელება არ განმეორდეს, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან მძიმე, ხელისუფლებისთვისაც, მმართველი პარტიისთვის და ყველანაირი პრევენცია იქნება განხორციელებული. ასევე იცით, რომ პრემიერის ინიციატივით მკაცრდება კანონი ჩხუბთან დაკავშირებით, რომ ეს ცხვირ-პირის მტვრევა და მუშტი-კრივი არ იყოს გამართული. საარჩევნო პროცესი უნდა ჩატარდეს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სტრუქტურებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოონ საარჩევნო კამპანია", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."