გიორგი კვირიკაშვილი- ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს

გიორგი კვირიკაშვილი- ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს

ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და შემოვბრუნდეთ პოზიტივისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა თეთნულდის განვითარების გეგმებზე და განაცხადა, რომ კურორტის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი უნიკალური კურორტი, სადაც ერთმანეთს შეერწყმება კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური მუზეუმები, შუა საუკუნეების ციხე-კოშკები და საუკეთესო სათხილამურო ტრასები.

"ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და უნდა შემოვბრუნდეთ პოზიტივისკენ, უნდა ვიფიქროთ ჩვენი თანამოქალაქეების ნუგეშისცემაზე, უნდა ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე და ამ მიზნების გარშემო უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველანი ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ ყველანი ერთად ჩვენს საქართველოს ავაგუგუნებთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."