ალექსანდრე ჯეჯელავა - სახელმწიფო მოხელედ ჩემს თავს ხანგრძლივად არ განვიხილავ

ალექსანდრე ჯეჯელავა - სახელმწიფო მოხელედ ჩემს თავს ხანგრძლივად არ განვიხილავ

სახელმწიფო მოხელედ ჩემს თავს ხანგრძლივად არ განვიხილავ, უბრალოდ ვფიქრობ, რაღაცების შეცვლა ახლა რეალურად შეიძლება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, მისი მინისტრად დანიშვნის შესახებ საუბარი წინა სამი მთავრობის დროსაც იყო, თუმცა მისთვის გადამწყვეტი ფაქტორი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პიროვნება აღმოჩნდა.

”წინა სამი მთავრობის დროსაც იყო საუბარი განათლების მინისტრად ჩემი დანიშვნის შესახებ, თუმცა სისტემის ხელმძღვანელად ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. განათლების სფეროში ისედაც აქტიურად ვმუშაობდი. გადამწყვეტი ფაქტორი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პიროვნება აღმოჩნდა. ჩვენ წარსულში საქმიანი ურთიერთობა გვქონდა.... მეგობრებმაც მითხრეს, რომ სწორედ ახლაა რაღაცის შეცვლის დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაგვიანებულიც აღმოჩნდეს. არ დაგიმალავთ, სახელმწიფო მოხელედ ჩემს თავს ხანგრძლივად არ განვიხილავ, უბრალოდ ვფიქრობ, რაღაცების შეცვლა ახლა რეალურად შეიძლება, - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."