შოთა უტიაშვილის კომენტარი შოთა ხიზანიშვილის დაკავებაზე

შოთა უტიაშვილის კომენტარი შოთა ხიზანიშვილის დაკავებაზე

შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ შოთა ხიზანიშვილის დაკავებით ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გასცა პასუხი.

ამის შესახებ უტიაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დღეს "ქართული ოცნების" ლიდერების მოსმენების საქმეზე პროცესი გაიმართა და ბრალდებულებს ვასილ ლელუაშვილს, შოთა ხიზანიშვილსა და ლევან ქარდავას პატიმრობა შეეფარდათ.

"საქმე გრძელდებოდა ოთხი წელი. მასში ათზე მეტი მონაწილე იყო, ზოგს განრიდება გაუკეთეს, ზოგი საქმეს ჩამოაშორეს, პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ივანიშვილმა მერაბიშვილის ერთ-ერთი ახლო მეგობრის დაჭერით გასცა პასუხი სტრასბურგის განაჩენს. ცხადია, ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. სხვა ყველა გაცილებით მშრალად გამოიყვანეს. მაგალითად, უფრო მძიმე ბრალდებით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ხვედელიძეს ერთი წამიც კი არ გაუტარებია ციხეში, ხოლო ხიზანიშვილი დაააკავეს. განაჩენი უსამართლოა, თუმცა ფორმალობას დავიცავთ და მას გავასაჩივრებთ. მაგრამ ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია სასამართლო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაცილებით კარგად დამთავრდება", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."