მარგველაშვილი - 12,6 %; ბაქრაძე -9,9 %; სააკაშვილი - 7,1 % - GFK-ს კვლევის შედეგები საპრეზიდენტო არჩევნებზე

მარგველაშვილი - 12,6 %; ბაქრაძე -9,9 %; სააკაშვილი - 7,1 %  - GFK-ს კვლევის შედეგები საპრეზიდენტო არჩევნებზე

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა ხმას გიორგი მარგველაშვილს მისცემდა.

კითხვაზე - შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი მარგველაშვილი - 12,6%, დავით ბაქრაძე - 9,9%, მიხეილ სააკაშვილი - 7,1%, პაატა ბურჭულაძე - 5,4%, ირაკლი ალასანია - 5,0%, შალვა ნათელაშვილი - 3,1%, გიორგი კვირიკაშვილი - 2,6%, ბიძინა ივანიშვილი - 2%, ნინო ბურჯანაძე - 2%, ირაკლი ღარიბაშვილი - 1,1%.

GFK-მ კვლევა "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებსაც აღნიშნული ტელეკომპანია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა საქართველოში გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."