მოსკოვმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა - რუსული მედია

მოსკოვმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა - რუსული მედია

რუსეთმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს მეშვიდე მოქალაქე გაათავისუფლა. ის სამშობლოში სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება.

ამის შესახებ რუსულ გამოცემა "Взгляд"-ს საქართველოს მთავრობაში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2014 წელს რუსეთმა საქართველოს ჯაშუშობისთვის ბრალდებული 3 მოქალაქე, წელს კი კიდევ 4 გადასცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემეირ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რამდენიმე პატიმრის ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."