ლევან ბერძენიშვილი - ის, ვინც თავდაცვის მინისტრის ბრძანებას საარჩევნო მიზნებს უკავშირებს, ან სულელია ან მატყუარა

ლევან ბერძენიშვილი - ის, ვინც თავდაცვის მინისტრის ბრძანებას საარჩევნო მიზნებს უკავშირებს, ან სულელია ან მატყუარა

"რესპუბლიკელი" დეპუტატის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, სისულელეა იმაზე საუბარი, თითქოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ, საარჩევნო მიზნებს უკავშირდება.

"მიგაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო "რესპუბლიკური პარტია" ხმათა 50%-ს მიიღებს? ვინც ასეთი პოზიცია გამოთქვა, ის ან სულელია ან უბრალოდ მატყუარა. თინა ხიდაშელი ამ შემთხვევაში არ იქნება "რესპუბლიკურ პარტიასთან" ასოცირებული. თუ მთავრობა იტყვის, რომ კარგია ის, რაც თინა ხიდაშელმა გააკეთა, ამით მთავრობა იხეირებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ბერძენიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."