ზურაბ ბიგვავა - „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების“ კი 35%-ს შეადგენს

ზურაბ ბიგვავა - „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების“ კი 35%-ს შეადგენს

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების“ კი 35%-ს შეადგენს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მთავარი თამარ ჩიქოვანთან“ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პარტიის განვითარებისთვის პერიოდულად ატარებს შიდა კვლევას, რომლითაც განსხვავებული მაჩვენებლები ფიქსირდება, ვიდრე ბოლო დღეებში მედიაში დასახელდა.

„სიტუაცია არის ასეთი, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევის შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ რეიტინგთან ასეთ ურთიერთობაში იყო: „ქართული ოცნების“ იყო 30%-მდე და „ნაციონალური მოძრაობის“ 15%-მდე. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის 13%-მდე, ქართული ოცნება - 35%. ასეთი სხვაობაა, ეს არის რეალობა. ამას სხვადასხვა გვერდითი მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი, ბევრი მონაცემის გამო. ბაქრაძისა და კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობაა. 42% თუ არის კვირიკაშვილის, 21%-ზე მეტია ბაქრაძის“, - განაცხადა ბიგვავამ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეულ პერიოდში მომხრეები დაკარგა. თუმცა ბიგვავამ აქვე აღნიშნა, რომ 35% ეს არ არის ბოლო შედეგი და რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. ასევე შიდა კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება გაიმარჯვებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."