"ქართული ოცნების" შიდა კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 70%, ნატოში კი - 64% უჭერს მხარს

 "ქართული ოცნების" შიდა კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 70%, ნატოში კი - 64% უჭერს მხარს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" შიდა პარტიული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკიხულთა 70% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 64% - ნატოში გაწევრიანებას.

ამასთან დაკავშირებით კვლევის შედეგები, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს, ასეთია: - კითხვაზე უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 70% აცხადებს - დიახ; 9% - უფრო კი, ვიდრე არა; 3% - უფრო არა, ვიდრე კი; 15% - არა; არ ვიცი - 2%; უარი პასუხზე - 0%.

კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს - ნატოში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 64% აცხადებს - დიახ; 9% - უფრო კი, ვიდრე არა; 4% - უფრო არა, ვიდრე კი; 19% - არა; არ ვიცი - 3%; უარი პასუხზე - 0%.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."